საიტის გამოყენების პირობები

შეთანხმების პირობები

 

ჩვენი პრინციპები კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით

კლიენტის პირადი საიდუმლოების პატივისცემა და დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობისთვის. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით ჩვენი პრინციპების გაცნობით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ კლიენტებს უკეთ ეცოდინებათ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას და ამავე დროს ვიყენებთ ამ ინფორმაციას მომსახურებებისა და პროდუქტების მიწოდებისთვის.

ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ და გადავცეთ ამ ვებგვერზე შეტანილი ნებისმიერი ინფორმაცია: ჩვენს ჯგუფში შემავალ ნებისმიერ კომპანიას, მის ფილიალებს, წარმომადგენლებს ან ინფორმაციის მომწოდებლებს; ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას კლიენტის თანხმობით; ან როდესაც ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს უფლება ან ვალდებულება ან გვაქვს ნებართვა ან იძულებული ვართ გავამჟღავნოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ასევე შეიძლება გადავცეთ ან მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერი ქვეყნის გავლით, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ ან მიზანშეწონილად.

 

ჩვენ მიერ კლიენტის ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და შენახვა შეზღუდულია მხოლოდ იმ დონემდე, რაც ჩვენი აზრით აუცილებელია საუკეთესო მომსახურების მიწოდებისთვის, ჩვენი საქმიანობის წარმართვისთვის, რისკების მართვისთვის, ჩვენი მომსახურებებისა და პროდუქტების გაყიდვისთვის და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისთვის.



1. ზოგადი ნაწილი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს ელექტრონული ვებ-გვერდის skylantern.ge-ს სარგებლობის წესებს. საიტის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ის გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკას; ინტერნეტ-მაღაზია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში.

 

2. საქონლის შესახებ

საიტზე განთავსებულ საქონლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს საიტის ადმინისტრაციას. (557225225 / 599992279)

საიტზე განთავსებული პროდუქციის სურათი შეიძლება არემტხვეოდეს აღნიშნულ პროდუქცტს, იმისთვის რომ გაიგოთ როგორია თქვენს მიერ არჩეული ესა თუ ის ნივთი გთხოვთ უყუროთ ვიდეოს და იქონიოთ ზუსტი წარმოდგენა თუ რას ყიდულობთ.

 
 
3. ინფორმაციის უსაფრთხოება

მომხმარებლის მიერ პირად ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ პაროლის საშუალებით. უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელმა არ უნდა გაუზიაროს არავის საკუთარი პაროლი. შესაბამისად, სისტემა არ არის პასუხისმგებელი, თუ მესამე პირების მიერ განხორციელდა მომხმარებლების პირად მონაცმებზე არასანქცირებული წვდომა.

სატის ადმინისტრაციის მიერ არ განხორციელდება პირადი ინფორმაციის ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის  გაზიარება.

 

4. შეძენის წესი

მყიდველს შეუძლია შეუკვეთოს საიტზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქცია. საქონლის შეძენის დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საქონლის მიუწვდომლობის შეთხვევაში მყიდველს დაუყოვნებლივ ეგზავნება შეტყობინება შეკვეთის გაუქმების შესახებ საიტის ადმინისტრაციის მიერ.

 

5. მიწოდების პირობები

კურიერის მომსახურება ვრცელდება მინიმუმ 40 ლარიანი შეკვეთის შემთხვევაში, 24 საათის განმავობაში. კურიერის მომსახურებით ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისის გარდა სხვა ნებისმიერ ქალაქში საქართველოს მასშტაბით. სასურველი პროდუქციის მოწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი კომპანია DHL - ი. ტრანსპორტირებას DHL - ის დახმარებით საქართველოს მასშტაბით საშუალოდ 2 დღე სჭირდება.


მიწოდება თბილისში:

    მიწოდება: იმავე დღეს - 5 ლარი
    მიწოდება: მომდევნო დღეს - 3 ლარი

მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე:

    წონა 0.5 კგ - ფასი 8-20 ლარი
    წონა 5 კგ - ფასი 10-23 ლარი
    წონა 10 კგ - ფასი 12-25 ლარი

 

6) უსაფრთხოება

    ჩვენს საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ, ასევე მაშინ როდესაც თქვენ რეგისტრაციის გარეშე უკვეთავთ სასურველ პროდუქციას,იღებთ ვალდებულებას რომ ეს ნივთი რომელიც თქვენ შეიძინეთ არიქნება გამოყენებული მართლსაწინააღმდეგო მიზნით, თქვენ მიიღებთ სათანადო ახსნა განმარტებას თუ როგორ უნდა მოიხმაროთ ესა თუ ის პროდუქცია ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან.

    16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია ყველა იმ პროდუქციიის გამოყენება რომელიც ჩვენს საიტზეა განთავსებული, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მშობელი ან სხვა პასუხისმგებელი პირი ახორციელებს მასზე დაკვირვებას და ეხმარება აღნიშნული პროდუქციის გამოყენებაში.

    თქვენს მიერ შეძენილი პროდუქციის გამოყენებისას გამოვლენილი ქარხნული დაზიანების შემთვევაში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ გამოიცვალოს ან დაგიბრუნდეთ იგივე ღირებულების პროდუქცია ან თანხა. თუ თქვენს მიერ შეძენილი ნივთი დაზიანდა მას შემდეგ რაც ის თქვენ გადმოგეცათ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას.

    თქვენს მიერ საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ მითითებული ინფორმაცია იქნება დაცული და მასთან წვდომის უფლება ექნება მხოლოდ საიტის ადმინისტრაციას რათა მოახერხოს თქვენთან დაკავშირება შეკვეთის მოწოდებისას.

    თქვენს მიერ პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში თქვენი ტრანზაქცია განხორციელდება Pay.ge - ს სისტემის დახმარებით, რომელიც ერთერთი მოწინავე კომპანიაა საქართველოში ონლაინ გადარიცხვების პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, შესაბამისად ეს თქვენ გაძლევთ გარანტიას რომ დაცული იქნებით ყოველგვარი უსიამოვნებებისგან.

 

სარეკლამო ბანერები

საახალწლო ფეიერვერკი - რომაული სანთლები !
საახალწლო ფეიერვერკი - რომაული სანთლები !
Aluminium Handrails
baneri